English / ქართული / русский /
ზურაბ ლიპარტიაბესიკ შერაზადიშვილი
სტრატეგიული მენეჯმენტი ეფექტური რეგიონული პოლიტიკის კონტექსტში (კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური მიდგომა)

ანოტაცია. საქართველოს სინამდვილეში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონის რესურსული პოტენციალის, რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების, რეგიონის ეკონომიკის განვითარების რაციონალური მიმართულებების განხილვის საკითხებს. საქართველოში დღეს არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია სტრატეგიული დაგეგმვის უპირატესობისგამოყენება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სწრაფი რეაგირება საბაზრო შესაძლებლობებზე,რისკის პრობლემებსა და უსაფრთხო განვითარებაზე.

საკვანძო სიტყვები: სტრატეგიული მენეჯმენტი; რეგიონების სტრატეგიული განვითარება; რეგულირების მენეჯმენტის ინსტრუმენტები. 

შესავალი

სტრატეგიული მენეჯმენტი ორგანიზაციის მართვაა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანთა პოტენციალზე, რომლის დროსაც საწარმოო პროცესი ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნილებებზე, მოქნილად რეაგირებს და ახორციელებს სათანადო ცვლილებებს ორგანიზაციაში, ზუსტად პასუხობს გარემოს გამოწვევებს, აღწევს კონკურენტულ უპირატესობებს და იძლევა ხანგრძლივი პერსპექტივის საშუალებას და იმავდროულად ახორციელებს ორგანიზაციის მიზნებს.

საქართველოს სინამდვილეში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონის რესურსული პოტენციალის, რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების, რეგიონის ეკონომიკის განვითარების რაციონალური მიმართულებების განხილვის საკითხებს: ა) გლობალიზაციის პროცესის მიზეზებისა და მამოძრავებელი ძალების ანალიზს; ბ) ტერიტორიულ ერთეულებთან მიმართებაში კონკურენტუნარიანობის არსის განსაზღვრას; გ) რეგიონული კონკურენტუნარიანობის შესწავლის სხვადასხვა მეთოდებისა და მიდგომების შეჯერებას; დ) კლასტერების კონცენტრაციის თეორიული საფუძვლების შემუშავებასა და რეგიონის კონკურენტუნარიანობაში მათი როლის განსაზღვრასა და ე) რეგიონის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების საფუძველზე რეგიონების კონკურენტუნარიანობის შეფასებას.

ამრიგად, საქართველოში დღეს არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე ეკონომიკური კრიზისის პირობებში მნიშვნელოვანია საწარმოთა გადარჩენის სტრატეგიის ფორმირება და სტრატეგიული დაგეგმვის უპირატესობის გამოყენება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სწრაფი რეაგირება საბაზრო შესაძლებლობებზე, რისკის პრობლემებსა და უსაფრთხო განვითარებაზე. 

სტრატეგიული მენეჯმენტი ეფექტური რეგიონული პოლიტიკის კონტექსტში  (კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური მიდგომა)

სტრატეგიული მენეჯმენტი შედგება ორგანიზაციის დანიშნულებისა და მთავარი მიზნისაგან; ორგანიზაციის გარემომცველი გარემოს ანალიზისაგან; ორგანიზაციის სტრატეგიის შერჩევისა და დამუშავებისაგან; ორგანიზაციის ორგანიზაციული სტრუქტურის შერჩევისაგან;  ორგანიზაციის საქმიანობის ცალკეულ სფეროებში ფირმის პოლიტიკისა და მოქმედების ნორმატივების დადგენისაგან; კომპანიის შედეგებსა და სტრატეგიაში უკუკავ-შირების უზრუნველყოფისაგან; სტრატეგიის, სტრუქტურისა და მართვის სრულყოფისაგან.  

ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავება ეყრდნობა იმ პირობების გამოვლენას, შეცნობასა და გამოყენებას, რომლებიც განსხვავებული (უნიკალური), და ღირებულია ამ კომპანიისათვის და რომლებიც ვერ იქნება გამოყენებული სხვა კომპანიების მიერ. ზოგიერთი მოდელების ჩარჩოებში სტრატეგიის შემუშავება განიხილება, როგორც სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესის ფორმირების პირველი ნაბიჯი. ამ პროცესის მეორე ელემენტია სტრატეგიის რეალიზაცია. მასში ჩართულია: კომპანიის ამოცანების განსაზღვრა, მუშახელის მოზიდვა (რომლებიც მზად იქნებიან სანიმუშოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები), ასევე მათი ანაზღაურების სისტემის შემუშავება. მესამე და ბოლო ელემენტია ის გარემო, რომელშიც მოქმედებს კომპანია და რომელიც აუცილებლად განიცდის ცვლილებებს დროის განმავლობაში. ყველა ასეთ შემთხვევაში კომპანიამ უნდა გადახედოს თავის მიდგომებს და შეიტანოს კორექტივები არჩეულ სტრატეგიაში, რათა დაბრუნდეს ეფექტიანობის უფრო მაღალ დონეზე.

მიღებულია, რომ კომპანიის სტრატეგიაზე უშუალო პასუხისმგებლობა ეკისრებათ მაღალი რგოლის მენეჯერებს, რომლებიც მართავენ კორპორაციის ბიზნესსა და სტრატეგიას. ბიზნეს-მენეჯერებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბიზნესის სტრატეგიულ ელემენტებზე. დივერსიფიცირებულ კომპანიებში, რომლებიც მოქმედებენ ბიზნესის რამოდენიმე სფეროში, ხელმძღვანელები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბიზნესის სტრატეგიულ ელემენ-ტებზე, მართავენ ბიზნესს და იკავებენ რიგ თანამდებობებს, ბიზნეს-მენეჯერის, განყოფილების ხელმძღვანელის ან ბიზნესის სტრატეგიული ხელმძღვანელის თანამდებობის ჩათვლით.

სტრატეგიის ფორმულირება და რეალიზაცია განიხილება როგორც კორპორაციული

სტრატეგიის ურთიერთდაკავშირებული ელემენტები. კორპორაციული სტრატეგია წარმოადგენს ორგანიზაციულ პროცესს, რომელიც ბევრ რამეში განუყოფელია კომპანიის სტრუქტურის, მოქმედების და კულტურისაგან (რომლის ფარგლებშიც ხდება მისი განხორციელება).

სტრატეგიული ჯგუფების გამოვლენა: დარგის ზოგადი ანალიზის ჩატარების შემდეგ საჭიროა ფირმის მთავარი კონკურენტების გამოვლენა. როგორც აღნიშნული იყო, მცირე ბიზნესის ფარგლებში დარგი განისაზღვრება კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში მდებარეობის მიხედვით, ამიტომ გამოვლენილი უნდა იყოს სტრატეგიული ჯგუფები იმ გარემოს ფარგლებში, რომელშიც მოქმედებს ფირმა. სტრატეგიულ ჯგუფს უწოდებენ ისეთი ბიზნესკომპანიების გაერთიანებას, რომლებიც ატარებენ ანალოგიურ სტრატეგიას მსგავსი რესურსების საფუძველზე. რაიმე დარგში მოქმედი ფირმების დაყოფა სტრატეგიულ ჯგუფე-ბად სასარგებლოა, რადგან იძლევა კონკურენტული გარემოს უკეთ შეფასების საშუალებას.

ნებისმიერ ორგანიზაციაში რესურსების მთავარი დანიშნულებაა ზედმეტი ღირებულების უზრუნველყოფა: განსხვავება საწყისი მასალების ხარჯებსა და მიღებული შედეგის საბაზრო ღირებულებას შორის. ამ თვალსაზრისით ორგანიზაციას შეუძლია ღირებულების დამატება ან მიღებული შედეგების ღირებულების დამატებით (პროდუქტის ან მომსახურების საბაზრო ფასის), ან კომპანიების მიერ გამოყენებულ მასალებზე ხარჯების შემცირებით (მაგალითად, ნედლეულის ღირებულების, ხელფასის დონის).

თუ კომპანია მოქმედებს რამოდენიმე რეგიონში, მან უნდა მიმართოს საორგანიზაციო სტრუქტურას გეოგრაფიული პრინციპის საფუძველზე. ეს პრინციპი ეფუძნება კომპანიის საქმიანობის მოწესრიგებას ლოკალური (ადგილობრივი) ბაზრის პირობებში. სტრუქტურის ამ ტიპის ჩარჩოებში კომპანიის ყველა ფუნქციას კონკრეტულ რეგიონში ხელმძღვანელობს ქვედანაყოფის მენეჯერი (რეგიონალური დირექტორი). მაგალითად, ეროვნულ ან საერთაშორისო ბაზარზე მოქმედ კომპანიას შეუძლია დაყოს მთელი თავისი ბაზარი გეოგრაფიულ მხარეებად და ყოველ მხარეში ააგოს დამოუკიდებელი საორგანიზაციო სტრუქტურები. გეოგრაფიულ სტრუქტურას უამრავი უპირატესობა აქვს. კომპანია თავის რესურსებს ანაწილებს სხვადასხვა რეგიონებს შორის, ამით ის (კომპანია) უზრუნველყოფს უფრო მეტ მოქნილობას და ხდება უფრო მგრძნობიარე გარემოს ცვლილებების მიმართ და უფრო სწრაფად რეაგირებს საქმიანობის ლოკალური გარემოს ცვალებადობაზე ყოველი განყოფილების პატარა ზომებისა და მათი ორიენტაციის გამო კონკრეტული ბაზრის კონკრეტულ მოთხოვნილების მიმართ შესაბამისად იზრდება კონკრეტული ადგილობრივი მომხმარებლის მოლოდინისა და მოთხოვნის აღრიცხვის ხარისხიც. ამის გარდა, ამ ტიპის სტრუქტურა უმაღლესი ხელმძღვანელობის კვალიფიკაციისა და ზოგადი ხელმძღვანელობის სრულყოფის საშუალებას იძლევა.  კომპანიის ყოველ ხელმძღვანელს შეუძლია ყურადღების კონცენტრაცია ცალკეული რეგიონალური განყოფილებების საქმიანობის პრობლემებზე. ვინაიდან რეგიონალური მენეჯერები უფლებამოსილნი არიან ადგილობრივ დონეზე მიიღონ გადაწყვეტილება, კომპანიის მმართველს შეუძლია ჰქონდეს მართვის კონტროლის შეზღუდული შესაძლებლობები.

საქართველოში საბაზრო ურთიერთობების წარმატებით დამკვიდრებისათვის აუცილებელია რეგიონული რესურსული, ტექნოლოგიური, სოციალური, საკანონმდებლო და სხვა პრიორიტეტების გამოვლენა, რომელიც უნდა დაეფუძნოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ანალიზსა და თანამედროვე მდგომარეობის შეფასებას, რომელიც მიმართული უნდა იყოს შემდეგი ძირითადი ამოცანების გადაწყვეტაზე, როგორიცაა: რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიღწეული დონის (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, საწარმოო ინფრასტრუქტურა) და მოსახლეობის ცხოვრების დონის შეფასება; ძირითადი სამეურნეო დარგების ჭრილში შრომითი რესურსების გამოყენებისა და უმუშევრობის სპეციფიკური თავისებურებების გამოვლენა; რეგიონთაშორისი და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზი; წარმოების საექსპორტო რეზერვის გამოვლენა და სხვა.

კვლევები მოწმობს, რომ რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში ადგილი აქვს რეგიონთაშორისი უთანაბრობის ზრდას, როგორც მატერიალური წარმოების დარგების განვითარებაში, დასაქმებისა და ცხოვრების სფეროებში, რაც ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მოითხოვს რადიკალური ღონისძიებების გატარებას რეგიონთაშორისი უთანაბრობის დაძლევის მიმართულებით. ამასთანავე, ფრიად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთული ქვეყნების გამოცდილებათა გააზრება და მათი გათვა-ლისწინებით თანამედროვე ეტაპზე საქართველოში რეგიონების განვითარების არსებული კონტრასტული დისპროპორციების აღმოფხვრისა და რეგიონების  (მუნიციპალიტეტების) შემდგომი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის კონკრეტული ღონისძიებებისა და რეკომენდაციების შემუშავება-დამკვიდრება ქვეყნის სამეწარმეო-ბიზნეს პრაქტიკაში.  

რეგიონული თეორიების პრიორიტეტულ მიმართულებებად რეგიონების ეკონომი-კური განვითარების სახელმწიფო რეგულირების თეორიის, ეკონომიკური ზრდისა და რეგიონული განთავსების თეორიის საფუძვლები გვევლინება, რომელთა კვლევების ძლიერი ეროვნული სკოლები საზღვარგარეთის ქვეყნებში, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვედეთში, აშშ-სა და საფრანგეთში ჩამოყალიბდა [აბესაძე რ., 2018: 6].

ცნობილია, რომ საზღვარგარეთული ქვეყნის სამეურნეო პრაქტიკაში რეგიონული განვითარების რეგულირების ინსტრუმენტებს მათი უნივერსალობისა და  შესაძლებლობათა სივრცის ხარისხის მიხედვით ორ ჯგუფად ყოფენ:

1) საერთო ეკონომიკური რეგულირების მაკროინსტრუმენტები, ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით წარმოადგენენ რეგიონების მიხედვით დიფერენციალურ ზოგიერთ პარამეტრს (დაბეგვრის, დაკრედიტების, საინვესტიციო, სოციალურ და სხვ.), რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ გარკვეული ტერიტორიის სუბიექტებზე;

2) სამისამართო ზემოქმედების რეგულირების მიკროინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენებიან სამეურნეო სუბიექტებზე უშუალო ზემოქმედებისათვის. საგულისხმოა, სხვა საბაზრო ინსტრუმენტებიდან ადმინისტრაციული ხასიათის ღონისძიებების გამოყენებასაც. ასევე, რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტიმულირების, კრიზისული სიტუაციის  დაძლევისა და სპეციფიური ლოკალური პირობების ეფექტიანად გამოყენების მიზნით რეგიონების ორიგინალური სტილის გამოყენება, რომელიც მოიცავს ეკონომიკური მოღვაწეობის რეგულირების განსაკუთრებულ ფორმებსა და მექანიზმებს. ამ მხრივ პრაქტიკულად უფრო მეტად არის გავრცელებული ე.წ. პრობლემური რეგიონები, სპეციალური ზონები (მათ შორის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, მეწარმეობისა და   ტექნიკურ-დანერგვითი).

არსებითად მნიშვნელოვანია გასულ საუკუნეში ინტეგრაციული პროცესების  შედეგად წარმოქმნილი ევროკავშირის ევოლუციის გააზრება, რომელიც, ფასეულია ქვეყნების (რეგიონების) ეკონომიკური ინტეგრაციისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეების დაახლოების თვალსაზრისით. ასევე, სასარგებლოა ევროკავშირის ერთიანი რეგიონული პოლიტიკა იმ თვალთახედვითაც, თუ როგორ ხორციელდება მის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნების რეგიონული პოლიტიკის ეროვნულ პოლიტიკასთან ჰარმონიზაცია. 

რეგიონებისგანვითარების სახელმწიფოებრივი რეგულირება რეგიონების  მიმდინარე და საინვესტიციო მხარდაჭერის მექანიზმებს მოიცავს. კერძოდ, მიმდინარე მხარდაჭერა ძირითადად ბიუჯეტთაშორისი ურთიერთობების რაიონულ (ქვემდგომ) ბიუჯეტებზე ფინანსური დახმარების გაწევას გულისხმობს.

გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ ჭითანავა აღნიშნავს, რომ „საქართველოში ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციის პერიოდში 1990-2019 წლებში უძრავი ქონების - მიწის პრივატიზაცია დარღვევით ჩატარდა, მიწის დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებები არ ხორციელდება. მიწის ბალანსი არ დგება, დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდა სასურსათო უსაფრთხოება, ასევე ქვეყანაში ობიექტურად არაა გათვალისწინებული რეგიონული და დარგობრივი თავისებურებები. წარმოების დონე დაბალია, მართვის ორგანიზაციული და ეკონომიკური მექანიზმი გამართულად არ მუშაობს. ქვეყანაში მიწის რესურსების რაციონალურად და ეფექტიანად გამოყენების ხელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური წანამძღვრების მომზადების დაჩქარებისთვის აუცილე-ბელია კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლისთვის გარღვევის სტრატეგია, რომელიც იმპორტჩანაცვლებისა და საექსპორტო პროდუქტიის ზრდის მიზნობრივი პროგრამების განხორციელებაზე იქნება ორიენტირებული“ [ჭითანავა ნ., 2020: 7].

რეგიონული განვითარების თეორიებისა და რეგულირების საერთაშორისო გამოცდილებათა განზოგადებასა და საქართველოს რეგიონული განვითარების თანამედროვე ტენდენციებიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია: ა) სახელმწიფო მოწყობისა და რეგიო-ნების როლის განსაზღვრა; ბ) რეგულირების ინსტიტუტების სამართლებრივი საფუძვლების დამკვიდრება; გ) მარეგულირებელი ინსტრუმენტების ფორმირება და დამკვიდრება სამეწარმეო-ბიზნეს პრაქტიკაში; დ) განსაკუთრებული რეგიონული ფორმების (თავისუფალი ეკონომიკური ზონების) დამკვიდრება-განვითარება [კურატაშვილი ა., 2019: 5].

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე აქტუალურია ქვეყნის სტრატეგიული განვითარების პროგრამების ფორმირების პროცესში შედარებითი მენეჯმენტის ინსტრუმენ-ტების გამოყენება მართვის ქართული სტილის მქონე სისტემაში, რომელიც გულისხმობს საქმიანი კულტურების თავისებურებების ანალიზს, სოციალური კვლევების მონაცემებისა და სპეციალისტების მოსაზრებების გათვალსწინებით, ქვეყნებს შორის პრაქტიკული ურთიერთქმედებების შედეგების შეგროვებას და გარკვეული რეკომენდაციების შემუშავებას მენეჯმენტის სისტემის სრულყოფის მიზნით.

საქართველოს პრიორიტეტული საგარეო პოლიტიკური ინტერესები, გამომდინარე და

განხილული სტრატეგიული ამოცანების კონტექსტში, მდგომარეობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საგარეო პირობების უზრუნველყოფაში, საქართველოს საზოგადოებრიობის დემოკრატიული საფუძვლების განმტკიცებაში, ქვეყნის გარეთ საერთაშორისო ურთიერთო-ბებში საქართველოს მოქალაქის გარანტირებული უფლებისა და თავისუფლების დაცვაში. გლობალიზაციის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით, საქართველოს ინტერესებს უდავოდ პასუხს გლობალიზაციის პროცესებში აქტიური მონაწილეობა და ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ახალ პირობებთან, ახალ შესაძლებლობებთან და გლობალიზაციის ახალ გამოწვევებთან ადაპტაცია [ლიპარტია ზ., 2021: 7].

შესაბამისად, საქართველოს სინამდვილეში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონის რესურსული პოტენციალის, რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების, რეგიონის ეკონომიკის განვითარების რაციონალური მიმართულებების განხილვის საკითხებს, როგორიცაა: ა) გლობალიზაციის პროცესის მიზეზებისა და მამოძრა-ვებელი ძალების ანალიზს; ბ) ტერიტორიულ ერთეულებთან მიმართებაში კონკურენტუნა-რიანობის არსის განსაზღვრას; გ) რეგიონული კონკურენტუნარიანობის შესწავლის სხვადასხვა მეთოდებისა და მიდგომების შეჯერებას; დ) კლასტერების კონცენტრაციის თეორიული საფუძვლების შემუშავებასა და რეგიონის კონკურენტუნარიანობაში მათი როლის განსაზღვრას და ე) რეგიონის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების საფუძველზე რეგიონების კონკურენტუნარიანობის შეფასებას. ამასთანავე, საქართველოში ეფექტიანი რეგიონული ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავებისა და რეალიზაციის პროცესში პრიორიტეტულ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის რეგიონების ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის თავისებურებათა გათვალისწინება, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მის საბაზრო სპეციალიზაციასა და შრომის ტერიტორიულ დანაწილებაზე, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ კომპლექსში რაციონალური და დაბალანსებული ეფექტიანი მექანიზმების  გამოყენება-დამკვიდრებაზე ქვეყნის ბიზნეს პრაქტიკაში. 

დასკვნა

ზემოთ გაანალიზებული გლობალიზაციისა და ლოკალიზაციის თანამედროვე ტენდენციების ფონზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების რადიკალური ტრანსფორმაციის პირობებში, მსოფლიო მეურნეობაში თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ადგილის დამკვიდრებისათვის ფრიად აქტუალური შესაბამისი მექანიზმების შემუშავება და რეალიზაცია. საქართველოს გააჩნია იმის სერიოზული პოტენციალი, როგორიც გეოპოლიტიკური, ასევე რესურსული (ვგულისხმობთ ინტელექტუალურ, შრომით, ეკონომიკურ და ბუნებრივ რესურსებს) თვალსაზრისით, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში და, ამავე დროს, ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიის რეალიზაციით შეინარჩუნოს ეროვნული თვითმყოფადობა. შესაბამისად ვასკვნით, რომ რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია: 1) სახელმ-წიფო მოწყობისა და რეგიონების როლის განსაზღვრა; 2) რეგულირების ინსტიტუტების სამართლებრივი საფუძვლების დამკვიდრება; 3) მარეგულირებელი ინსტრუმენტების (დაგეგმვა-პროგნოზირება, საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემა და სხვ.). ფორმირება და დამკვიდრება სამეწარმეო-ბიზნეს პრაქტიკაში; 4) განსაკუთრებული რეგიონული ფორმების (თავისუფალი ეკონომიკური ზონების) განვითარება და სხვ. 

ლიტერატურა

  1. აბესაძე რ. -  “გლობალიზაცია და მისი გავლენა ეროვნულ ეკონომიკაზე”. ივ. ჯავახიშ-ვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული, გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში, საქართველო, თბილისი 26-27 ოქტომბერი, 2018. გვ. 28-32.
  2. ჭითანავა ნ. - „მიწის რესურსების მართვის ორგანიზაციულ-ეკონომიკური მექანიზმის ფორმირების თავისებურებანი საქართველოში (კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური მიდგომა); ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“ N2; (ივლისი-დეკემბრი) 2020. თბილისი. გვ. 6-32.
  3. კურატაშვილი ა. - „ადამიანისეული კაპიტალის განვითარებისა და  ეფექტიანობის თეორიული პრობლემები“, თსუ, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. I. თბილისი, „პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა“, 2019, გვ. 83-93.
  4. ლიპარტია ზ., შერაზადიშვილი ბ. – „საქართველოს რეგიონების სტრატეგიული განვითარების კონცეფციურ-მეთოდოლოგიური ასპექტები“ “The Conceptual-methodolo-gical aspects of Strategic development the regions of Georgia“ (სტატია ინგლისურ ენაზე). VI Международная научно-практическая конференция «Европа и тюркский мир: наука, техника и технологии» г. Бурса (Турция) 5-7 мая 2021 г.